მაღალხარისხიანი პროდუქტი

“ბარამბო” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვან ასორტიმენტს, წარმოებაში იყენებს ბელგიურ ნედლეულს, რომლითაც მარაგდება შოკოლადის მწარმოებელი მსოფლიო ბრენდები. თითოეული ინგრედიენტი ხარისხის მონიტორინგს გადის წარმოების ყველა ეტაპზე – მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში.

ბარამბოს დაარსების პირველივე დღიდან მიზნად დასახული იყო, რომ საწარმოს დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო ISO22000:2005 სტანდარტის მოთხოვნები, რომლებიც ემყარება HACCP-ის პრინციპებს, ეს სტანდარტი კი მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს: ნედლეულის მიღება/შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე უცვლელი ხარისხით მიწოდება, ამ პროცესის ყველა ეტაპზე კვებითი უსაფრთხოების რისკების კონტროლით, პრიორიტეტად კომპანიამ პროდუქციის ხარისხი დაისახა.

საწარმოში დამონტაჟებულია თანამედროვე ევროპული ტექნიკა/დანადგარები და წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული.

იხილეთ ფოტო გალერეა