ჩვენს შესახებ
ისტორია ბარამბოს შესახებ
“ბარამბო” – ქართული შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2009 წლიდან ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ნაყინის პროდუქციას. საწარმოს ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში: მასშტაბით, ხარისხით და წარმოების ტექნოლოგიით. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მოგვცა პროდუქციის ხარისხით მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიგვეღწია.
ჩვენ ლიდერი პოზიცია გვიჭირავს საქართველოს ბაზარზე. საწარმოში 200-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახის პროდუქტი იწარმოება როგორც ტკბილეულის, ასევე ნაყინის მიმართულებით. ჩვენ ვიცით, თუ როგორ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია, ეს ნიშნავს მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ ახალი, ინოვაციური და რაც მთავარია ხარისხიანი პროდუქცია.

ჩვენთვის პირველხარისხოვანია პროდუქციის ხარისხი, რომლის კონტროლიც წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება. ჩვენს პროდუქციაში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული, რომელსაც მსოფლიო ლიდერი კომპანია “Barry Callebaut” გვაწვდის. თანამედროვე ტექნიკა და დანადგარები, უცხოელი და ქართველი ტექნოლოგების მიერ შემუშავებული რეცეპტურის ზუსტი შესრულება – ჩვენი პროდუქციის უპირატესობის საფუძველი.
ჩვენი მისია

კომპანია „ბარამბო“ დაარსების დღიდან გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.
მისია – შესთავაზოს მომხმარებელს ტკბილეულის ფართო ასორტიმენტი, შეინარჩუნოს ლიდერი ბრენდის პოზიცია ბაზარზე და სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა.
სტრატეგია – მუდმივი სიახლე და გაფართოვება, როგორც პროდუქციის, ასევე ტექნოლოგიური დანადგარების, ულტრა-თანამედროვე ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდს იყოს პრემიალური და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს.
სერტიფიკატები
ექსპორტი
2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროდუქციის ექსპორტზე.
დღეისათვის ტკბილეულის ექსპორტი ხორციელდება – უკრაინაში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სინგაპურში. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ თითოეული ქვეყნიდან წამოსული სხვადასხვა მოთხოვნა, მოვერგოთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ისინი.
გახდით ჩვენი პარტნიორი, მიიღეთ სანდო და ხარისხიანი ტკბილეული – საქართველოდან.

